18.ივნისი.2019 22:00
მსოფლიო

Libra - რა შესაძლებლობებს გვაძლევს და როგორ გამოვიყენოთ Facebook-ის კრიპტოვალუტა

Libra - რა შესაძლებლობებს გვაძლევს და როგორ გამოვიყენოთ Facebook-ის კრიპტოვალუტა

Instagram-ზე იმ სათვალის ყიდვა, რომელსაც კიანუ რივზი ატარებს ან WhatsApp-ით ფულის გადარიცხვა, რაც უკვე ჩინური WeChat-App-ის მომხმარებლებისთვის დიდი ხანია შესაძლებელია, მალე Facebook-ზეც რეალური გახდება, თუმცა ჩინურისგან განსხვავებით, პოპულარულ სოცქსელს არა ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ვალუტით, არამედ საკუთარი სოციალური ქსელის ფულით, კერძოდ კი, Facebook-ის კრიპტოვალუტით უნდა სიახლის შემოტანა.


კომპანიის  ნოუ-ჰაუს შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. დღეს კი, მარკ ცუკერბერგმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც  ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ მათი ახალი ყველასთვის გადაწყვეტილება ძალიან ეფექტური და მომგებიანი იქნება.

"ციფრული ფულის გამოგონება შესაძლებლობას მისცემს ყველას პოზიტიურად გამოიყენოს შანსები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც საბანკო ანგარიშები არ აქვთ, თუმცა აქვს მობილური ტელეფონი, ასეთი კი, მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანია’’,  - დაწერა facebook-ის საკუთარ გვერდზე სოცქსელის დამფუძნებელმა.


ახალ კრიპტოვალუტას Libra ერქმევა. როგორც ცნობილია, Libra-ს შემთხვევაში მაქსიმალური ყურადღება მის სტაბილურობაზე გაკეთდება.





ციფრულ ბანკინგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტის  გამოყენება მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სოცქსელში გადახდის ოპერაციები განახორციელონ, რაც სერვისს უფრო კომფროტულს გახდის.

"Facebook ერთგვარ საბანკო სისტემას გვთავაზობს, რომელიც ამ ფრომით არ არსებობს", - ამბობს ანალიტიკოსი სვინ კორშინოვსკი.

 

მნიშვნელოვანი ფაქტები, რაც უნდა იცოდეთ:

 

                               ვინ ხელმძღვანელობს პროექტს?


დიდი ხანია მიდის საუბრები იმაზე, რომ სოციალური ქსელი საკუთარი ციფრული ფულის შექმნაზე მუშაობს. დაახლოებით, ერთი წელია, რაც PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტი დევიდ მარკუსი ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში Facebook-ის საქმიანობას უძღვება;  სწორედ მას მერე ვრცელდება ცნობები, რომ კომპანია თავად აპირებს ციფრული ვალუტის შექმნას.

მარტივი გადახდის მეთოდებთან დაკავშირებით Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმაც აპრილში განვითარების კონფერენციაზე  ისაუბრა.

 

                             
                           როდიდან დაიწყება კრიპტოვალუტის გამოყენება?


ბრიტანული ტელეარხ BBC-ის ინფორმაციით, კრიპტოვალუტის გამოყენება 2020 წლიდან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გახდება შესაძლებელი, მანამდე კი, მას 2019 წლის ბოლოდან დატესტავენ. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა საკითხის შესაძლებლობებსა და რისკებზე კონსულტაცია ბრიტანეთის ბანკის ხელმძღვანელთან გაიარა. ამას გარდა,  ტექნო-ბლოგის "The Information"-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელი უამრავ ტექნოლოგიურ ფირმასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და აქტიურად თანამშრომლობს.

 

 


                                                         
                      ვის და როგორ შეუძლია კრიპტოვალუტის გამოყენება?

თავდაპირველად კრიპტოვალუტის გამოყენება განვითარებად ქვეყნებში იქნება შესაძლებელი, იქ სადაც, კორუფცია ჭარბობს. "ფეისბუქს" სურს, რომ კრიპტოვალუტა განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი, ნაკლებად მყარი ვალუტების ალტერნატივად იქცეს.

facebook-ს შეუძლია, ასე ვთქვათ, ცენტრალური ბანკის ფუნქცია შეითვისოს და ფულის სტაბილურობა უზრუნველყოს", - ამბობენ ექსპერტები.

ამ მიზნით, Facebook-ი ფულის აპარატების დამონტაჟებასაც აპირებს და სწორედ იქიდან იქნება შესაძლებელი, ამა თუ იმ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გადახურდავება და კრიპტოვალუტის შეძენა. თუ სატესტო რეჟიმი წარმატებით წარიმართება, კრიპტოვალუტის გამოყენების საშუალება, მსოფლიოს მასშტაბით მესენჯერის ყველა მომხმარებელს მიეცემა.

სოციალური ქსელი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან იმისათვის, რომ ინტერნეტ ვაჭრობა მათი კრიტპოვალუტით მოხდეს.

The Wall Street Journal-ის მიხედვით, "ფეისბუქის" ახალ კრიპტოვალუტას, მხარს ათეულობით ცნობილი კომპანია უჭერს, მათ შორისაც არის PayPal, Uber, Booking.com, Visa და MasterCard.

 






ამჟამად, ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელს 2 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ კრიპტოვალუტა მათ შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს.

 

 

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

19.ივლისი.2019 23:10
399

Inditex-ის ამბიციური სტრატეგია

ვრცლად
19.ივლისი.2019 19:50
430

მიკროჩიპების მწარმოებელი Qualcomm 242 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

ვრცლად
19.ივლისი.2019 18:35
383

BMW-ს ახალი შეფი ოლივერ ციპსე გახდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 16:05
280

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამას შესაძლოა, მედიკამენტები დაემატოს

ვრცლად
19.ივლისი.2019 15:17
1016

მორიგი მწვავე ინციდენტი აშშ-სა და ირანს შორის

ვრცლად
19.ივლისი.2019 09:00
245

ADB: აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ზრდა სტაბილურია

ვრცლად