12.ივნისი.2019 21:00
ეკონომიკა

ლევან სურგულაძე: ზაფხულში, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოში ჩამოვლენ

ლევან სურგულაძე: ზაფხულში, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოში ჩამოვლენ
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულში, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები საქართველოში ჩამოვლენ.

მისი თქმით, ეს იქნება პირველი საბჭოს სხდომა, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ.

„ისინი თავის სამუშაო გრაფიკს შეადგენენ და გარკვეულ მონახაზსაც გააკეთებენ იმ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, რომელიც მათ უნდა შეიმუშაონ, ეს მათი ვალდებულებაა; საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, შემდგომ საინვესტიციო პროცესი განხორციელდება“, - განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებად სპეციალურმა შესარჩევმა კომისიამ 5 საუკეთესო კანდიდატი წარადგინა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები არიან: ოლივიე რუსო (5 წლის ვადით) - საფრანგეთის ნაციონალური სარეზერვო საპენსიო ფონდის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორი; ტიმო ვიჰერკენტა - (5 წლის ვადით) ფინეთის სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოქმედი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი; მაიკლ რიდლი (5 წლის ვადით) - წარსულში იყო უდიდესი საინვესტიციო საბანკო ჯგუფის „ჯეიპი მორგანის“ ვიცე თავმჯდომარე; დავით წიკლაური - „საქართველოს ბანკის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე და ჟან-ფრედერიკ პოლსენი (3 წლის ვადით) - ამ უკანასკნელს საქართველოში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის პოსტი ეკავა.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

19.აგვისტო.2019 12:15
4

საქართველოს ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 52.6%-ია, ევროკავშირის კი - 24%

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:24
108

საქსტატი: 7 თვეში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი, 4.7%-ით შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:15
111

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 11.4%-მდე შემცირდა

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:05
225

"სტარტაპ-რესტორანი" - "თიბისი ბანკი" სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს ქმნის

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:45
69

პარლამენტის თავმჯდომარე ნათია თურნავასა და მიხეილ ხიდურელთან შეხვედრას გეგმავს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:16
170

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვრცლად