მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

5d35e5cad0716
ლიკა გურაბანიძე
23.07.19 00:05
1301
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის განმარტებით, ამ ეტაპზე საპენსიო სააგენტოს სისტემაში 850 ათასი პირია გაწევრიანებული, ხოლო საპენსიო შენატანების სახით, საპენსიო ფონდში 285 მლნ ლარზე მეტია მობილიზებული.

ამის შესახებ მან გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა.

„285 მლნ ლარი - ესაა ფონდში მობილიზებული თანხა; ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია და ასევე სარგებლის სახით, 4 მლნ ლარზე მეტია დარიცხული. ამ დროისთვის საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა. საჯარო სამსახურიდან გასული დასაქმებულების რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე -  კერძოში დასაქმებულების. ეს ბუნებრივიც არის, რადგან კერძო სექტორიდან გაწევრიანებულების რიცხვი რამდენიმეჯერ მეტია, ვიდრე - საჯაროდან", -  განაცხადა სურგულაძემ, მაგრამ არ დააკონკრეტა, როგორია თანაფარდობა  საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებულებს შორის.