მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

5d35dc269f3d8
ლიკა გურაბანიძე
22.07.19 23:00
1184

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის განმარტებით, სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება, - ამის შესახებ მან გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა და დასძინა, რომ  მისი შერჩევა პრაქტიკულად დასრულდა.

სურგულაძის განმარტებითვე, სააგენტოს ასევე შერჩეული ჰყავს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურაც; ორივე საქართველოს მოქალაქეა.  

„მთავარ საინვესტიციო ოფიცერს საინვესტიციო საბჭო კიდევ ერთხელ გაესაუბრება, ხოლო შემდგომ ის წარუდგენს მას სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც ამ თანამდებობაზე საინვესტიციო ოფიცერს დანიშნავს. საინვესტიციო ოფიცრის დანიშვნას ამ დღეების განმავლობაში ვვარაუდობთ,“ - განმარტა ლევან სურგულაძემ.

რაც შეეხება რისკის ოფიცრის მოვალეობებს, სურგულაძე აღნიშნავს, რომ საკითხი მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი და გარანტი იმისა, რომ საინვესტიციო პროცესი წარიმართება ისე, როგორც ეს გაწერილი იქნება დამტკიცებულ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში. გუნდი თითოეული ტრანზაქციის დონეზე ამას შეამოწმებს და კონტროლს გაუწევს; მან და მისმა გუნდმა უნდა შეიმუშაოს პირველ რიგში რისკის კონტროლის პოლიტიკის დოკუმენტი; ამას მოჰყვება პროცედურების დოკუმენტი, ეს ცალკე იქნება და ამას მოჰყვება მეთოდოლოგიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებში არის ისეთი მეთოდოლოგიები, რომლებიც იყენებენ საკმაოდ სოფისტიცირებულ მათემატიკურ აპარატს, მოდელირებას და ა.შ. ეს ყველაფერი გვექნება იმ სტანდარტების შესაბამისად, რაც დასავლეთში არსებობს“, - განმარტა ლევან სურგულაძემ.