მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კობერიძე დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს პარლამენტში იწვევს

5d35a2989e960
თელარა გელანტია
22.07.19 15:47
872
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს პარლამენტში იწვევს.

ამის შესახებ კობერიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის თემაზე დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, ჩემს რამდენიმე კოლეგა პარლამენტართან ერთად, ვთავაზობ პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრის და მსჯელობის გამართვას მედიისა და დაინტერესებული პირების დასწრებით;

ეს თემა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს და იმავდროულად ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით;

მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ამიტომ ამ ორი ადამიანის, (რომლებიც საკუთრების უფლებისათვის ძალიან დიდი ხანია იბრძვიან ) საზოგადოების ინტერესების გამომხატველ სივრცეში - პარლამენტში მოწვევას და მოსმენას აუცილებელად მივიჩნევთ;

დაველოდებით მათ მოსაზრებას მსგავსი ტიპის შეხვედრის შესახებ და პირველადი ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში, ოფიციალურად გავუგზავნით მოწვევას“, - წერს კობერიძე.