25.ნოემბერი.2015 15:52
ეკონომიკა

ლევან კალანდაძე: მარტივი ლოგიკაა, რომ ექსპორტის გაზრდისთვის, საჭიროა გქონდეს საექსპორტო პროდუქცია

ლევან კალანდაძე: მარტივი ლოგიკაა, რომ ექსპორტის გაზრდისთვის, საჭიროა გქონდეს საექსპორტო პროდუქცია
"საექსპორტო პროდუქციისთვის ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებაა საჭირო," - აღნიშნა გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" ეკონომისტმა, ლევან კალანდაძემ. მანვე განაცხადა, რომ საერთაშორისო სტანდარტის პროდუქციის შესაქმნელად  და ექსპორტის გასაზრდელად პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია საჭირო.
 
"მარტივი ლოგიკაა, რომ ექსპორტის გაზრდისთვის საჭიროა გქონდეს საექსპორტო პროდუქცია. საექსპორტო პროდუქციისთვის კი ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებაა საჭირო, ხოლო იმისთვის, რომ მაღალტექნოლოგიური წარმოება განავითარო ამისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ანუ როგორც იტყვიან ყველა გზა რომში მიდის. მთავარი გამოწვევა ამ თვალსაზრისით არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. როდესაც ვსაუბრობთ სააგენტოს ჩართულობაზე, პროგნოზებზე, ექსპორტის ხელშეწყობაზე, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისეთი წარმოებების ამუშავება, ისეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც არა მხოლოდ რიგითი ინვესტიცია იქნება, არამედ იქნება ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების გასაზრდელად", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.
 
ლევან კალანდაძის თქმით, აუცილებელია ქვეყანას გარკვეული პოტენციალის მქონე მიმართულებები ჰქონდეს შერჩეული და ამ მიმართულებებზე აქცენტი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს.
 
"არაერთხელ აღმინიშნავს და გავიმეორებ, რომ არ უნდა მივედ-მოვედოთ ყველაფერს. უნდა გვქონდეს მკაცრად განსაზღვრული და ჩამოყალიბებული ის მიმართულებები და პრიორიტეტები, რისი ხელშეწყობა და პრომოციაც შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო პოლიტიკის ხარჯზე. დანარჩენი ბიზნესის საქმეა და თვითონ ბიზნესი მიხედავს. უნდა იქნეს გარკვეული პოტენციალის მატარებელი მიმართულბები შერჩეული. ის, რომ ევროკავშირთან მცირედით, მაგრამ მეტნაკლებად გაუმჯობესებული გვაქვს საექსპორტო მაჩვენებელი, უკეთესობაა ჩინეთთან მიმართებაშიც და ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული შრეები არსებობს, რომლებზეც აქცენტი სწორედ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. სახელმწიფოსა და ფონდის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს ის მიმართულებები, რომლებიც დღესდღეობით არ ან ვერ ფინანსირდება. აქედან გამომდინარე კომპლექსური მიდგომა, ერთის მხრივ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მეორეს მხრივ სააგენტოს გააქტიურება ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებას ჩაუყრის საფუძველს. კომერციულ საბანკო სექტორს დისკომფორტს ეს არ შეუქმნის. ეს იქნება შემავსებელი ერთმანეთის. ერთი კონკრეტული მიმართულების განვითარება, რომელსაც დღეს არ ან ვერ ანვითარებს საბანკო სექტორი, იქნება საფუძველი იმისა, რომ ამ მიმართულების განვითარება თავისთავად უზრუნველყოფს დამატებით ქვესექტორალური განვითარების შესაძლებლობებს თავად საბანკო სფეროსთვის," - აღნიშნავს ლევან კალანდაძე.
 
 
 
 
ავტორი: ბიზნესკონტაქტი

25.ივნისი.2019 21:44
99

Galt&Taggart-ის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ლარი დოლართან 2.70-2.75-ის ფარგლებში იმერყევებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 20:36
1143

„ისეთ შეცდომას რომ დაუშვებ, რომ რუსეთის პრეზიდენტამდე მივა, ეს შეცდომა კი, არა დანაშაულია“

ვრცლად
25.ივნისი.2019 20:11
263

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტად 5 წლით სოსო ფხაკაძე აირჩიეს

ვრცლად
25.ივნისი.2019 20:00
154

„არ მგონია, საქართველო დაზიანდეს თუ რომელიმე ერთი ქვეყნიდან ტურისტებმა ჩამოსვლა შეწყვიტეს"

ვრცლად
25.ივნისი.2019 18:20
1215

„აჭარა ჯგუფი“: რუსულ ტურიზმზე დამოკიდებულები არასდროს ვყოფილვართ

ვრცლად
25.ივნისი.2019 18:05
184

„ჩვენ ქვეყანაში სრულად არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება, მათ შორის - რუსი ტურისტების“

ვრცლად