15.მარტი .2016 20:50

ლევან გაჩეჩილაძე: ვიღებ პასუხისმგებლობას, ახლავე აღდგეს მაესტროს ლოგო ეთერში

views 1129
უკან

"მე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ახლავე აღდგეს "მაესტროს" ლოგო ეთერში", - ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დადგება იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მაესტროს ლოგოს ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
 
"მე ვარ გენერალური დირექტორი და მინდა ვთხოვო იმ ადამიანს ვინც ლოგო მოაცილა მაესტროს დაუბრუნოს ის ეთერს.

სასამართლოს განჩინება არ არის შ.პ.ს სტუდია მაესტროზე. დანარჩენს მიმართეთ სასამართლოს და ის მიიღებს გადაწყვეტილებას. ილია კიკაბიძე არავინ არაა ჩემთვის, ის არის ქურდი, რომელმაც ბაია გადაბაძესთან ერთად მოიპარა ტელეკომპანიის ლოგო", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა