05.დეკემბერი.2015 20:04
ეკონომიკა

ლეონიდ ჩერნოვიცკი: ბიძინა ივანიშვილი მეცენატია, მე კი ქველმოქმედი

ლეონიდ ჩერნოვიცკი: ბიძინა ივანიშვილი მეცენატია, მე კი ქველმოქმედი
კიევის ყოფილი მერი, ბიზნესმენი, ლეონიდ ჩერნოვიცკი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის და გეგმავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ჩერნოვიცკიმ საკუთარი გეგმების შესახებ, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. პარტიის სახელწოდება იქნება „ბედნიერი საქართველოსთვის“.
 
როგორც ჩერნოვიცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის საგარეო კურსი ევროპული უნდა იყოს და არა ამერიკული ან რუსული, თუმცა მისივე თქმით ამერიკისგან დემოკრატიულობის თვალსაზრისით, ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. საგარეო კურსთან დაკავშირებით, კიევის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაპირისპირებით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შეძლებს. მისივე თქმით, საქართველოში ცხოვრების ისეთი დონე უნდა შეიქმნას, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოს შემადგენლობაში მოუნდეთ ყოფნა.

„ბიძინა ივანიშნილი ქვეყნისთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მე მას პირადად არასდროს შევხვედრილვარ. ის არ არის ქველმოქმედი, იქ მეცენატია, მე კი ქველმოქმედი ვარ“, - განაცხადა ლეონიდ ჩერნოვიცკიმ.

19.ივნისი.2019 12:56
11

ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - პროექტის ღირებულება 732.2 მლნ-ია

ვრცლად
19.ივნისი.2019 12:45
59

მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 700-მეტრიანი მონაკვეთის გზის საფარის მოწესრიგებას იწყებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 12:37
36

ნათია თურნავა: უშუქო სოფლების პრობლემას სრულად და საბოლოოდ მოვაგვარებთ

ვრცლად
19.ივნისი.2019 12:28
76

„არცერთი ჯარიმა არაა იმ ზიანის ტოლფასი, რომელსაც ზოგიერთი სამშენებლო კომპანია ქალაქს აყენებს“

ვრცლად
19.ივნისი.2019 12:18
51

CBONDS-მა „გალტ ენდ თაგარტი“ 2019 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

ვრცლად
19.ივნისი.2019 12:16
61

ნათია თურნავა: ჩვენი ამბიციური გეგმის შედეგად, საქართველოს 85% გაზიფიცირდება

ვრცლად