15.აპრილი.2019 20:00
საფინანსო სექტორი

ლაშა პაპაშვილის განცხადებით, სებ-ი ბანკებს ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს უწესებს, რის გამოც კრედიტი ძვირია

ლაშა პაპაშვილის განცხადებით, სებ-ი ბანკებს ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს უწესებს, რის გამოც კრედიტი ძვირია
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი BMG-თან ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებს. პაპაშვილი ამბობს, რომ შესაძლო დანაკარგების რეზერვის მოცულობა საკმაოდ მაღალია, რის გამოც ბანკებს კაპიტალის მოზიდვა ძვირი უჯდებათ, რაც შესაბამისად, კრედიტის ღირებულებაზეც ახდენს გავლენას.

"რედიქსის" დამფუძნებელი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, რომ სარეზერვო მოთხოვნები ეტაპობრივად შემცირდეს.

“ჩემი სურვილი არის ის, რომ განსაკუთრებით დამწყები ბიზნესმენებისთვის ხელმისაწვდომობა იყოს სესხებზე. თუ დაბალი არის საპროცენტო განაკვეთი, გექნებათ სწრაფად მზარდი ეკონომიკა. თუ ის მაღალია, რა თქმა უნდა, არავის მოუნდება ბიზნესის კეთება. აქ ბევრი რამ არის გსაკეთებელი. ასოციაციის ეგიდით მეც ვიმუშავებ დოკუმენტზე, რომელიც ჩვენს ნააზრევს უკვე ფურცელზე გადაიტანს. ერთი დოკუმენტი ჩვენ გასულ წელს გავაგზავნეთ და ის ბანკებისთვის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვს ეხება. შესაძლოა, ეს ტერმინი უბრალო მომხმარებლისთვის რთული გასაგები იყოს. სებ-მა დარეზერვების ისეთი პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს, რომლითაც გაამარტივებს და კაპიტალის მოთხოვნას შეუმცირებს ბანკებს.

როდესაც კაპიტალს მეტს სთხოვ ბანკს, ის აძვირებს სესხს. გვინდა, რომ ბანკები რაც შეძლება სწრაფად გადავიდნენ შესაძლო დანაკარგების რეზერვის ევროპულ სტანდარტზე.

ეროვნული ბანკის ახალ ვიცე-პრეზიდენტთან ჩვენი ბოლო შეხვედრის თემა ეგ იყო, რომ ფურცელზე დატანას მივცემდით ამ ხედვას. ის risk weighted assets რაც არის, რისკის მიერ შეწონილი აქტივების რეზერვი, მათ წნეხი აქვთ კაპიტალზე, ამიტომ როგორმე უნდა შევამციროთ. ამ მიმართულებით მიღწევები არის, მაგრამ ბიზნესი ვერ ენდობა ლარს. შიშობს ლარში სესხების დროს, ამიტომ უნდა მოხდეს დოლარშიც.

შესაბამისად, არსებული ვითარება დოლარის სესხებს აძვირებს, ბანკებს უზრდის კაპიტალის ღირებულებას. ამის მოხსნით, ეს პრობლემა მოიხსნებოდა, მე ვერ ვიგებ ამას რატომ არ აკეთებენ. მეორე არის ლარის კურსი, აქაც ვერ ვთანხმდებით ჩვენ და ეროვნული ბანკი,”- ამბობს პაპაშვილი.

კომერციულ ბანკებს მრავალი სხვადასხვა ტიპის საზედამხედველო მოთხოვნის დაკმაყოფილება უწევთ. კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება "კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით". პილარ 1-ის ფარგლებში, მინიმალური მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგნაირად:

• ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 4.5%;
• პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი - 6%;
• საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი 8%;

დამატებით, კომერციულ ბანკებს უწესდებათ კაპიტალის კომბინირებული ბუფერის მოთხოვნა, რომელიც შედგება კაპიტალის კონსერვაციის ბუფერის, კონტრციკლური ბუფერისა და სისტემურობის ბუფერისგან. კაპიტალის კონსერვაციის ბუფერი განისაზღვრება რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების 2.5%-ის ოდენობით. კონტრციკლური და სისტემურობის ბუფერები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

ასევე, არსებობს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა ცალკეულ ვალუტებში. ამ მოთხოვნის მიხედვით, ბანკებმა 1 წლამდე ვადით მოზიდული ლარის რესურსის 1%, ხოლო უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების 30% ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე უნდა იქონიონ.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

17.ივლისი.2019 16:00
629

თამაზ გიორგაძის დაფუძნებულ Raisin-ში Goldman Sachs-მა €25 მნლ ჩადო

ვრცლად
17.ივლისი.2019 13:07
39

"ბაზისბანკმა" აღმაშენებლის გამზირზე განახლებული სერვისცენტრი გახსნა

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:44
459

მირკოსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი მცირდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:07
281

ADB-მ საქართველოს ბანკთან და G&T-თან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

ვრცლად
16.ივლისი.2019 15:30
252

Euromoney-მა თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

ვრცლად
15.ივლისი.2019 18:10
92

V CARD - ვითიბი ბანკის ახალი საკრედიტო ბარათი

ვრცლად