07.მარტი .2016 16:38

ლაშა პაპაშვილი: ხალხის რეგიონებში დასაქმება უნდა მოვახერხოთ

views 1970
უკან

"დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, რაც ყველასთვის საამაყოა", - განაცხადა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა. პაპაშვილი თვლის, რომ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა დღეს ქვეყნისთვის დეცენტრალიზაციაა.
 
"მე სულ ვამბობ, ჩვენ ერთი დიდი თავკომბალა მეგაპოლისი შევქმენით, პატარა ქვეყანაში ამხელა დედაქალაქი გვაქვს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუსაქმებელია და გარდაუვლად გულის შეტევა, ავადმყოფობა და ნერვიულობა ემუქრებათ. ამ ხალხის რეგიონებში დასაქმება უნდა მოვახერხოთ. სოფლებს, თავიანთ სახლ-კარს უნდა დაუბრუნდნენ და სამუშაო ადგილები უნდა გაჩნდეს. თუ ადგილობრივი თვითმმართველი ძლიერი არ იქნება, მას არ ეცოდინება ადგილობრივი პრიორიტეტები.

ბიზნესომბუდსმენმა და მთელმა მთავრობამ დამწყებ, ახალგაზრდა ბიზნესზე უნდა იფიქროს. აი, მაგალითად ახალგაზრდა, რომელმაც დაამთავრა სასწავლებელი და ბიზნესში უნდა შევიდეს, მისთვის ყველა კარი ღია უნდა იყოს და ნებისმიერი ჩინოვნიკი უნდა ზრუნავდეს, რომ ამ ადამიანს ხელი არ შეეშალოს, რომ მან ქვეყანა არ დატოვოს, მომგებიანი ბიზნესი შექმნას. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა პაპაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა