20.აპრილი .2019 12:10

ლაშა პაპაშვილი: უცხოელებზე ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს... "დაძინებული" მიწები არ გვაწყობს

views 1394
უკან

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს.

ამის შესახებ პაპაშვილმა bm.ge-ისთან ინტერვიუში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონ-პროექტის შეფასებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, უცხოელს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობა ეკრძალება.

„ჩემი აზრია, რომ არ უნდა გაიყიდოს ქართული მიწა, ძალიან მცირე გვაქვს. უცხოელებისთვის ფლობა კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დაშვებული თუ სტრატეგიული ინვესტორები არიან და თავიანთ ინვესტიციებს გრძელვადიანად დაასაბუთებენ“, - განაცხადა პაპაშვილმა და დასძინა, რომ „დაძინებული მიწები არ გვაწყობს“.

„ბანალური ვიქნები და გავიმეორებ, რომ ვფიქრობ, 70% თუ არა მეტი პროცენტი ქართული მიწების დაუმუშავებელია და კიდევ დაძინებული მიწები არ გვაწყობს - ყიდულობს ინვესტორი და არ ამუშავებს მერე. მიწა ერთადერთი ისეთი რამაა, რომელსაც დროის გასვლასთან ერთად ფასი ემატება, ამიტომ მოდიან ეს ინვესტორები, ყიდულობენ მიწებს და არაფერს აკეთებენ“, - განაცხადა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე - „რას აკეთებენ ქართველები?“, ბიზნესმენმა საკუთარ საქმანობაზე ისაუბრა.

„ჩვენ, მაგალითად, ვაკეთებთ - ვამუშავებთ მიწებს; სამასი ჰა გვაქვს, პრობლემური იყო ამის შეძენა, რადგან ფრაგმენტულია მიწები. ამ კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტროს წვლილი შეუცვლელია - უნდა გაამსხვილონ მიწები“, - აღნიშნა მან.

ამასთან ბიზნესმენს არ მიაჩნია, რომ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, დარგში FDI-ის შეამცირებს.

„მე არ ვარ მოკლევადიანი გეგმების მომხრე; ქვეყანას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტარტეგია. გრძელვადიან ჭრილში კი, უცხოელებზე მიწის გასხვისება უნდა შეიზღუდოს, მე ამის მომხრე ვარ,გ არდა იმ შემთხვევებისა, როცა სტრატეგიული ინვესტორია და იცის, რა არის სოფელი. თუ განავითარებს და მოიტანს დამატებით ღირებულებას, კი ბატონო, მაგრამ ჩვეულებრივი მაგალითია ისრაელი, 6 მლნ მოსახლეობა, ჩვენი მსგავსი ტერიტორია, მათ აქვთ 49-წლიანი იჯარა და ეს ბიზნესმენისთვის ძალიან მიმზიდველია“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა