მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი: რისკები გაიზარდა, ბიზნესი ნელდება

56654be8bdf39
BM.GE
07.12.15 13:04
2690
"რისკები გაიზარდა, ბიზნესი ნელდება", - აღნიშნულის შესახებ, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსი ქვეყანაში დასტაბილურებულია. როგორც პაპაშვილი ამბობს, მაკროეკონომიკური პარამეტრები დღეს მყარი ლარის პოლიტიკის გაგრძელების საშუალებას იძლევა.
 
"დევალვაცია მნიშვნელოვანი იყო, როგორც აზერბაიჯანში ასევე თურქეთში, აღარაფერს ვამბობ რუსეთსა და უკრაინაზე. რისკები გაიზარდა, ბიზნესი ნელდება. საუბარია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მეტ ნაკლებად დასტაბილურებულია სიტუაცია და თუ გაგრძელდება მყარი ლარის პოლიტიკა და ამის საშუალებას მაკროეკონომიკური მაჩვენებლები იძლევა, უნდა მოვისმინოთ და ისე დავგეგმოთ ბიზნესი", - განაცხადა პაპაშვილმა.