15.აპრილი.2019 16:35
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

ლაშა პაპაშვილი: ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ დოლარი 2.55 ლარი უნდა ღირდეს

ლაშა პაპაშვილი: ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ დოლარი 2.55 ლარი უნდა ღირდეს

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი BMG-თან ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებს.

მისი თქმით, რომ არა რეზერვების დაგროვების პოლიტიკა ქვეყანაში დოლარის კურსი გაცილებით უფრო დაბალი იქნებოდა.

"რედიქსის" დამფუძნებელი ამბობს, რომ მართალია, საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ სებ-ის მთავარი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინფლაციაზე მთავარი საზრუნავი სებ-ისთვის ეროვნული ვალუტის მდგრადობის შენარჩუნება უნდა იყოს. 

"რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ინფლაციის დაჭერა, მაგრამ განსხვავებით უმსხვილესი მოთამაშეებისა, როგორიც არის დასავლეთის უმსხვილესი ქვეყნები - ამერიკა იქნება ეს თუ ინგლისი, მათთან მხოლოდ ინფლაცია არის უმნიშვნელოვანესი საზრუნავი, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ლარის კურსი. სავალუტო რყევები არის დიდი საფრთხე ასეთი მცირე ეკონომიკისთვის. 

ლარის მცურავი გაცვლითი რეჟიმის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშია. მე მათ ვაკრიტიკებ იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით აცურავებენ ლარს და ეს გამყარების მიმართულება არაა - ეს მხოლოდ გაუფასურების მიმართულებაა. მათი ინტერვენცია მარტო ვალუტის შესყიდვაა.

არ არის რეზერვების შევსება ერთადერთი მიზანი. მე არ ვამბობ, რომ ახლა დოლარის ღირებულება 2 ლარი უნდა იყოს, მაგრამ ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ 2.55 ლარი უნდა იყოს. როდესაც საშუალებას გაძლევს შენი ეკონომიკის პერფორმანსი და ეს შედეგი გვქონდა გასული წლის მესამე კვარტალში, რაც მიმდინარე ანგარიშის დადებით  ბალანსში გამოიხატა. ცოტა ნაყოფი ხომ უნდა მიიღოს ამისგან? ტოტების დამტვრევას არ ვითხოვთ, ვამბობ, რომ მცირედით უნდა შემცირდეს კურსი. საცალო ბიზნესს უჭირს, საცალო ვაჭრობას უჭირს, უჭირთ მცირე ბიზნესმენებს, ვინც ადგილობრივ ბაზარზე არიან ორიენტირებული. ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის უმთავრესი და მათი ბალანსები მცირედით მაინც რომ გალამაზდეს, აუცილებელია, შედარებით უფრო დაბალი დოლარის კურსი," - ამბობს პაპაშვილი. 

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების პროგრამას ატარებს. 2019 წლის იანვარ-თებერვალში სებ-მა $135 მილიონი შეისყიდა. ამავდროულად, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსების ახალი სისტემაც აამოქმედა, რაც სავალუტო ოფციონების ყიდვას გულისხმობს. სებ-ის მიერ ფაქტობრივად გაყიდული ოფციონების ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს. 
ავტორი: თელარა გელანტია

21.ივლისი.2019 17:05
9

გიორგი ეზუგბაია: რუსეთის ბაზარი ღვინის მსხვილი მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია

ვრცლად
21.ივლისი.2019 16:30
307

დღგ-ის ნაწილში მოსალოდნელი ცვლილებების მიმოხილვა - გელა ბარშოვი

ვრცლად
21.ივლისი.2019 15:55
164

რატომ გადაეცა "საქრუსენერგო" საპარტნიორო ფონდს?

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:08
371

შოვში კურორტის მშენებლობა 2020 წლიდან დაიწყება

ვრცლად
21.ივლისი.2019 13:35
2978

რუსი მილიარდერი და ბიზნესჯგუფი, რომელსაც "ბორჯომი", "ლიკანი", "ბაკურიანი" და "მიტარბი" ეკუთვნის

ვრცლად
21.ივლისი.2019 12:55
180

როგორია მომავალი სტარტაპერების ინტერესები საგრანტო კონკურსის მიხედვით?

ვრცლად