15.აპრილი.2019 17:20
ეკონომიკა

ლაშა პაპაშვილი: ეროვნული ბანკი მხოლოდ ერთი მიმართულებით აცურავებს ლარს

ლაშა პაპაშვილი: ეროვნული ბანკი მხოლოდ ერთი მიმართულებით აცურავებს ლარს
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, დოლარი 2.55 ლარი უნდა ღირდეს.

ამის შესახებ პაპაშვილმა BMG-თან ინტერვიუში განაცხადა და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებს.

მისი თქმით, რომ არა რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, ქვეყანაში დოლარის კურსი გაცილებით უფრო დაბალი იქნებოდა.

"რედიქსის" დამფუძნებელი ამბობს, რომ მართალია, საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ სებ-ის მთავარი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინფლაციაზე მთავარი საზრუნავი სებ-ისთვის ეროვნული ვალუტის მდგრადობის შენარჩუნება უნდა იყოს.

„რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ინფლაციის დაჭერა, მაგრამ განსხვავებით უმსხვილესი მოთამაშეებისა, როგორიც არის დასავლეთის უმსხვილესი ქვეყნები - ამერიკა იქნება ეს თუ ინგლისი, მათთან მხოლოდ ინფლაცია არის უმნიშვნელოვანესი საზრუნავი, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ლარის კურსი. სავალუტო რყევები არის დიდი საფრთხე ასეთი მცირე ეკონომიკისთვის.

ლარის მცურავი გაცვლითი რეჟიმის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშია. მე მათ ვაკრიტიკებ იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით აცურავებენ ლარს და ეს გამყარების მიმართულება არაა - ეს მხოლოდ გაუფასურების მიმართულებაა. მათი ინტერვენცია მარტო ვალუტის შესყიდვაა.

არ არის რეზერვების შევსება ერთადერთი მიზანი. მე არ ვამბობ, რომ ახლა დოლარის ღირებულება 2 ლარი უნდა იყოს, მაგრამ ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ 2.55 ლარი უნდა იყოს. როდესაც საშუალებას გაძლევს შენი ეკონომიკის პერფორმანსი და ეს შედეგი გვქონდა გასული წლის მესამე კვარტალში, რაც მიმდინარე ანგარიშის დადებით ბალანსში გამოიხატა. ცოტა ნაყოფი ხომ უნდა მიიღოს ამისგან? ტოტების დამტვრევას არ ვითხოვთ, ვამბობ, რომ მცირედით უნდა შემცირდეს კურსი. საცალო ბიზნესს უჭირს, საცალო ვაჭრობას უჭირს, უჭირთ მცირე ბიზნესმენებს, ვინც ადგილობრივ ბაზარზე არიან ორიენტირებული. ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის უმთავრესი და მათი ბალანსები მცირედით მაინც რომ გალამაზდეს, აუცილებელია, შედარებით უფრო დაბალი დოლარის კურსი“, - ამბობს პაპაშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსების პროგრამას ატარებს. 2019 წლის იანვარ-თებერვალში სებ-მა $135 მილიონი შეისყიდა. ამავდროულად, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსების ახალი სისტემაც აამოქმედა, რაც სავალუტო ოფციონების ყიდვას გულისხმობს. სებ-ის მიერ ფაქტობრივად გაყიდული ოფციონების ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს.
ავტორი: თელარა გელანტია

25.ივნისი.2019 23:16
399

შვედეთის ელჩი უცხოელებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 23:04
246

Myway Airlines რუსული სანქციებით დაზარალებულებს ბილეთის საფასურს სრულად დაუბრუნებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 23:00
249

"კონტროლი ქართულ ღვინოზე 3 წელია გამკაცრებულია, ხდება ყველა პარტიის ახლიდან სერტიფიცირება"

ვრცლად
25.ივნისი.2019 22:30
658

„ტურისტული ემბარგოს“ შემდეგ, რუსეთის მხრიდან ხორბლის ბაზრის ჩაკეტვის საშიშროებაც არსებობს“

ვრცლად
25.ივნისი.2019 21:44
280

Galt&Taggart-ის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ლარი დოლართან 2.70-2.75-ის ფარგლებში იმერყევებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 20:36
1629

„ისეთ შეცდომას რომ დაუშვებ, რომ რუსეთის პრეზიდენტამდე მივა, ეს შეცდომა კი, არა დანაშაულია“

ვრცლად