მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი კიდევ გაუფასურდა

5ce7ee2bc4d12
BM.GE
24.05.19 17:12
891
24 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 2.7802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7799 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.03 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც და 3.1102 შეადგინა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0954 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.48 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, რომელიც 0.4580 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5275 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 მაისიდან შევა ძალაში.