მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

La Nación: პესოს რეკორდული გაუფასურებიდან 2 დღეში არგენტინის ფინანსთა მინისტრი გადადგა

5d5a596178db6
მიხეილ ხაჩიძე
19.08.19 12:37
852
არგენტინის ფინანსთა მინიტრმა ნიკოლას დუხოვნემ ეროვნული ვალუტის - პესოს მკვეთრი გაუფასურების გამო პოსტი დატოვა. 


ცნობილი ესპანურენოვანი გაზეთის  „La Nación“-ის ინფორმაციით, მინისტრმა გადაწყვეტილება პესოს რეკორდული გაუფასურებიდან 2 დღეში მიიღო - გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა და ქვეყნის პირველ პირს მისი დაკმაყოფილება სთხოვა.


დუხოვნემ გადადგომის მთავარ არგუმენტად არგენტინის ეკონომიკის სერიოზული განახლების საჭიროება დაასახელა. არგენტინის პირველმა პირმა მაურიო მარსიმ მის პოსტზე უკვე დანიშნა ჰერმან აკუნსა.



დუხოვნემ არგენტინის ეკონომიკა მასობრივ ტურბულენტურ ვითარებაში დატოვა, გასულ კვირას ჩატარებულ პრაიმერს  ლათინური ამერიკის ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოში საფონდო ბირჟების მოულოდნელი ვარდნა და პესოს რეკორდული - 30,3%-იანი გაუფასურება მოჰყვა.


ეკონომიკური არასტაბილურობის მთავარი გამომწვევი მიზეზი  საპრეზიდენტო არჩევნების პირველად  არჩევნებზე (პრაიმერი) ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვება გახდა.