05.მაისი.2016 14:58
ეკონომიკა

კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 43% ინტერნეტით არ სარგებლობს

კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 43% ინტერნეტით არ სარგებლობს
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2016 წლის კვლევის თანახმად, 2015 წელთან შედარებით საქართველოში მცირედით გაზრდილია ინტენეტის ყოველდღე მომხმარებელთა რაოდენობა.
 
კითხვაზე, რამდენად ხშირად სარგებლობთ ინტერნეტით, გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება. გასული წლის კვლევის შედეგებით, ყოველდღიურად ინტერნეტს მხოლოდ 35% იყენებდა.

ამავე კვლევით შემცირებულია, თუმცა კვლავინდებურად მაღალია, იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არასოდეს სარგებლობენ ინტერნეტით. მათი რაოდენობა 43%-ს აღწევს, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

ანალოგიური გამოკითხვა 2013 წელსაც ჩატარდა. მაშინ ინტერნეტით მოსახლეობის 47% არ სარგებლობა.

ამავე კვლევით 2016 წელს, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-მა დააფიქსირა აზრი, რომ არ იცის რა არის ინტერნეტი, რაც 2015 წლის მონაცემს ემთხვევა.

ყველაზე ხშირად ინტერნეტს სოციალური ქსელების მოხმარების მიზნით იყენებენ. მაღალია ინტერნეტის, როგორც ახალი ამბების მოძიების წყაროს გამოყენების მაჩვენებელიც. გამოკითხულთა 10% ინტერნეტს ბლოგების გასაცნობად იყენებს, 7% კი ინტერნეტ თამაშებისთვის.

საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ია და მისი მომხმარებლის რიცხვი 86%-ია. ინტერნეტის მომხმარებელთა 40%-ზე მეტი კი Odnoklasniki-თაც სარგებლობს. Twitter-ის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში უმნიშვნელოა და ის 5%-ს შეადგენს, ხოლო სოციალურ ქსელ “ვკონტაქტეს“ გამოკიტხულთა 13% იყენებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დაკვეთით, კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 2016 წლის 16-28 მარტს ჩაატარა, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2032 მოქალაქე.

16.ივლისი.2019 19:50
45

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 3 მლნ ლარი დაიხარჯა

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:10
95

BAT „თბილისის თამბაქოს“ პასუხობს

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:00
120

დიღომში ახალი სპორტის სასახლე აშენდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:32
130

„ჯორჯიან ეარვეისი“: მოსალოდნელ მგზავრთა 40%-მა ბილეთები უკან დააბრუნა

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:21
54

"მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში"

ვრცლად
16.ივლისი.2019 18:04
120

პრემიერი: რუსეთში ტურიზმის მარკეტინგზე 13 მლნ-ის ხარჯვა სწორი გადაწყვეტილება იყო

ვრცლად