მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვლევა: გამოკითხულთა 47% დღეში საშუალოდ 16-20 ღერ სიგარეტს ეწევა

5d0a64279f03a
ელენე გოგბერაშვილი
19.06.19 22:00
1079
"IPM მარკეტ ინტელიჯენს კავკასუსის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული 300 მწეველი ადამიანიდან 47% დღეში საშუალოდ 16-20 ღერ სიგარეტს ეწევა.

36% ამბობს, რომ საშულოდ დღეში 5-17 ღერ სიგარეტს ეწევა, ხოლო 10%-ისთვის დღიური მაჩვენებელი 21-30 ღერს შეადგენს.

გამოკითხული მწეველი რესპონდენტებიდან 10%-ია ისეთი, რომელიც დღეში თითქმის ორ კოლოფ სიგარეტს მოიხმარს; მათი დღიური მოხმარების საშუალო მაჩვენებლი 31-40 ღერია. მხოლოდ 1%-ია, რომელიც ამბობს, რომ დღიურად 50 ღერზე მეტ სიგარეტს ეწევა.

რაც შეეხება მოწევის სტაჟს, 300 გამოკითხული მწეველიდან 58% 10 წელზე მეტია ეწევა, 19%-ისთვის მოწევის სტაჟი 5-10 წელია, 15%-თვის კი - 2-5 წლამდე.


კომპანიის რესპონდენტები 18-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიის მოქალაქეები არიან.