მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კურიერი" 21:00 საათზე ეთერში არ გავიდა - დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა "რუსთავი2" დატოვეს

5d5c2f2429a35
თელარა გელანტია
20.08.19 21:32
2624
„კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს.

მათ წასვლის შესახებ განცხადება 21:00 საათზე "კურიერის" დაწყებისას გააკეთეს.

„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერცერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში, საიდანაც ვეღარ გეტყვით, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი“, - განაცხადა დიანა ჯოჯუამ.

"კურიერი" 21:00 საათზე დღეს ეთერში არ გავიდა. მის ნაცვლად "რუსთავი 2"-ზე მხატვრული ფილმი გადის. 

შეგახსენებთ: დღეს არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. ასევე, ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებით არხიდან ათავისუფლებენ ნანუკა ჟორჟოლიანს, ეკა კვესიტაძეს, გიორგი გაბუნიას და გიორგი ლაფერაშვილს.