06.მაისი .2016 18:49

კულტურის სამინისტრო: "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა ვარაუდზეა აგებული

views 1151
უკან

კულტურის სამინისტრო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას პასუხობს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამინისტროში პროექტების შერჩევა და დაფინანსება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების სრული დაცვით, რომელიც 2014 წელს USAID-თან 4 თვიანი მუშაობის შემდეგ შემუშავდა.

"კვლევა, რომელიც სათაურშივე ვარაუდზეა აგებული, შეიცავს კონტექსტიდან ამოგლეჯილი და მიკერძოებულად ინტერპრეტირებული საკითხების ჩამონათვალს.

სამინისტროში პროექტების შერჩევა და დაფინანსება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების სრული დაცვით, რომელიც 2014 წელს USAID-თან 4 თვიანი მუშაობის შემდეგ შემუშავდა.

სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს, როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუდმივად და შეუფერხებლად გასცემს საჯარო ინფორმაციას და პროაქტიულად აქვეყნებს ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც პროექტების დაფინანსებას ეხება.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ბრალდებები შეურაცხმყოფელია და ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება", - ნათქვამია განცხადებაში.


"მიხეილ გიორგაძესთან დაკავშირებული კომპანიები რეგულარულად იღებენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან"