მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელ გზასთან, თითო კვადრატული მეტრი მიწა 21 ლარად გაიყიდა

5728b81ebf7ef
BM.GE
03.05.16 18:37
1549
კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე 6 326 495 ლარად გაიყიდა. მფლობელის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მას ოქროყანის დასახლებაში არსებული თითო კვადრატური მეტრი მიწის შეძენა 21 ლარი და 80 თეთრი დაუჯდა.
 
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000 კვ.მ.

ასევე, მყიდველმა სასტუმრო კომპლექსისთვის უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში მფლობელმა უნდა განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება (ახალი ხე-ნარგავების შერგვა), ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

არსებული მიწის ნაკვეთი თბილისის მუნიციპალიტეტი იყო.