მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტინ ლაგარდი: საქართველომ საკუთარ ფულად ერთეულში რწმენა უნდა გაიძლიეროს

5ce2a51102d24
ლიკა გურაბანიძე
20.05.19 16:59
1980
„შესაძლებელია უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხები კიდევ უფრო შემცირდეს,“ - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა თბილისში, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„დოლარიზაცია ბევრ კომპანიას და შიდა მეურნეობას დაუცველ პოზიციაში ამყოფებს და მათ ფინანსურ მდგრადობას უშლის ხელს. საქართველომ დიდი გზა გაიარა და საკუთარ ფულად ერთეულში რწმენა უნდა გაიძლიეროს.

ამ მიმართულებით წინსვლა რეალიზებულია ბანკების საბალანსო უწყისების გაძლიერებით, ფინანსური განათლების განვითარებით და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით გრძელვადიანი ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებით“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან კოორდინირებულად უნდა მოხდეს, განსაკუთრებით კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.

შეგახსენებთ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი იმყოფება. ლაგარდი, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა.