მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტინ ლაგარდი IMF-ს 12 სექტემბერს დატოვებს

5d2e01b5a2ff3
BM.GE
16.07.19 20:45
1137

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) დღეს ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის განცხადება გაავრცელა. ლაგარდი წერს, რომ მან თანამდებობიდან გადადგომის განცხადება ოფიციალურად დაწერა და რომ ეს განცხადება ძალაში 2019 წლის 12 სექტემბრიდან შევა. 

ლაგარდი წერს, რომ თანამდებობიდან გადადგომა ევროპის ცენტრალურ ბანკში (ECB) მისი პრეზიდენტად არჩევის პროცესს მეტ სიცხადეს შესძენს. 

როგორც ცნობილია, ფრანგი პოლიტიკოსი, იურისტი და ეკონომისტი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატია. არჩევის შემთხვევაში ის ამ თანამდებობაზე მარიო დრაგის ჩაანაცვლებს. 

2011 წელს, IMF-ის აღმასრულებელ დირექტორად არჩევამდე ლაგარდი საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი იყო. 

ლაგარდის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში ფონდის დროებითი მმართველი დევიდ ლიპტონი იქნება.