მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრისტალის" დამფუძნებელი საქართველოდან ინვესტიციების გადინების საფრთხეს ხედავს

5d32ee1d79e5d
თათია ჩაფიჩაძე
20.07.19 17:30
2174
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელი არჩილ ბაკურაძე საქართველოში არსებული ინვესტიციების დაკარგვის რისკებს ხედავს. ბაკურაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია მთავრობის ეკონომიკური გუნდი არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით, უფრო ეფექტურად ებრძოდეს.

„მე ვფიქრობ, ქვეყნის ეკონომიკას უფრო ფუნდამენტალური საფრთხეები აქვს და ფინანსური სექტორი მეტ-ნაკლებად პასუხს სცემს ამ გამოწვევებს, მაგრამ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი ეკონომიკა შესაბამის ფორმაში იყოს. არ მინდა განწყობა გავაფუჭო, მაგრამ, რეალურად არ არის მარტივი მოვლენა ის, რაც ახლა ხდება საქართველოში რუსეთის მიმართულებით. კი ვცდილობთ მოვძებნოთ არგუმენტები, თუ რატომაა უმნიშვნელო რუსეთის ბაზარი, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ გვაქვს ბევრი შეთანხმება ევროპის ქვეყნებთან, მაგრამ რატომღაც მას ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკის სიმძლავრეები არ ქმნის იმ კონკრეტულ პროდუქციას, რომელიც გამოიყენებდა ამ სავაჭრო შეთანხმებას.

ამას სჭირდება კაპიტალდაბანდება, ინვესტიციები, ცოდნა, რაც არ მოდის. “რატომ არ შემოდის ინვესტიციებზე” უფრო უპრიანი იქნება ვიკითხოთ “არსებულსაც ხომ არ ემუქრება საფრთხე?” და აქედან ხომ არ გაედინება? ან ხომ არ აპირებს? მე ვხედავ ამის რისკებს. გასულ კვირას ვიყავით ბათუმში ინვესტორების ფორუმზე და პრემიერის გამოსვლისას მან ბევრ მიღწევასთან ერთად, აღნიშნა მართლმსაჯულების სფეროში ჩვენი მიღწევაც. იცით, მინიმუმ აღნიშვნა მაინც არაა საჭირო ამის. ჩვენი კომპანიის მაგალითზე, 7 წელია ველოდებით კონკრეტულ პასუხს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ფიზიკურად არ არის. სასამართლო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, პროკურატურაში რომელშიც ეს განცხადება არის სრულიად მიუწვდომელია, 1 წელი კონტაქტზე ვერ გავედით და თუ ეს არ გამოსწორდა, შედეგი იქნება მძიმე,“ - აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.