მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვზანაძე თიბისიზე: ბოლო 10-12 წელში ასეთი პოლიტიკური აჟიოტაჟი არცერთი ბანკის ირგვლივ არ ყოფილა

5cbca13f734c2
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.19 21:10
1076
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გადაცემა "Forbes-ის კვირის" ეთერში ამბობს, რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ის ცდილობდა, რომ "თიბისი ბანკს" არსებული პოლიტიკური აჟიოტაჟის შედეგად რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიდგომოდა.

კოვზანაძის თქმით, თიბისი, როგორც საქართველოს უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი, ამ მხრივ განსაკუთრებით ფრთხილ მიდგომას საჭიროებს. 

"მე ვფიქრობ, რომ დღეს თიბისი მშვიდად და წყნარად ვითარდება, როგორც ბანკი. ჩემი ამოცანა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ის, რომ თიბისი, როგორც ინსტიტუტი, ყოფილიყო მდგრადი და მის განვითარებას რაიმე შეფერხება არ ჰქონოდა. მე ნაკლებად მახსოვს ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, რომ მსგავსი პოლიტიკური თუ საფინანსო აჟიოტაჟი ასეთ მსხვილ საბანკო ინსტიტუტთან დაკავშირებით შექმნილიყო ქვეყანაში. როდესაც საკითხი რაიმე კუთხით დგებოდა, პოზიცია ჩემი იყო, რომ თიბისი როგორც ინსტიტუტი ყოფილიყო დაცული ამ თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, იყო ის ნებისმიერი პოზიცია, რაც როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავაფიქსირე. მივესალმებოდი ყოველთვის თუ რაიმე კომპრომისი იქნებოდა მოძებნილი. ყველა პოზიცია, ჩემი, როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, იყო გამომდინარე აქედან. ერთი, როდესაც თიბისის აქციონერებს დავუთმეთ პოზიცია, მეორე როდესაც ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მოვიდა, ასევე როდესაც ერთობლივი შეთანხმება გაფორმდა ცენტრალურ ბანკსა და თიბისი ბანკს შორის, ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, მე ასე ვფიქრობ. ან შემდეგ როდესაც თიბისი ბანკის აქციონერებმა ლონდონში მიიღეს გადაწყვეტილებები, რაც მე ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შემდეგ თავად თიბისი ბანკის აქციონერების განცხადებები რომ “ჩვენ გვინდა მშვიდი და სტაბილური განვითარება.” მოგეხსენებათ, რომ თიბისი არის ნომერ პირველი  ბანკი, ის ემსახურება 100,000-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს, 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს, მისი სადეპოზიტო ბაზა არის თითქმის 40% მთლიანი საბანკო სისტემის," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.