მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

5cbd9ade3584b
თელარა გელანტია
22.04.19 14:42
929
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ხადურის უწყება ავრცელებს.

„შპს „აუთდორ.ჯის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, შპს „ჯევერს დეველოპმენტის“ საჩივრის საფუძველზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ქ. თბილისის გარე სარეკლამო ბაზარზე მოკვლევა დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.