12.ივნისი .2019 19:10

კონცერტები ჩატარდება, გვინდა მოვიწვიოთ პოეტები, - რა გეგმები აქვს ზურა ხაჩიძეს სამცხე-ჯავახეთში

views 611
უკან

„ვერცერთ ქალაქს ვერ გამოვყოფ ამ რეგიონში იმიტომ, რომ ყველა მათგანს უდიდესი პოტენციალი გააჩნია“, - ამის შესახებ BM.GE-ის სამცხე-ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის ახლადდანიშნულმა მოადგილემ ზურა ხაჩიძემ განუცხდა.

ხაჩიძის განმარტებით, ტურისტებში სამცხე-ჯავახეთი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.

„ვეცდები, რომ სამცხე-ჯავახეთში ყურადღება ყველა ქალაქში თანაბრად გადანაწილდეს და პოპულარული გახდეს. გვინდა, მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და ღონისძიებები ჩატარდეს.

ზაფხულის პროგრამა უკვე დაგეგმილი აქვთ რეგიონის ხელმძღვანელებს, მერებს და ახლო მომავალში მოგახსენებთ. მეც აუცილებლად ჩემს პროექტებსაც დავწერ და ვითანამშრომლებ თქვენთან. ახლო მომავალში ყველა პროექტს გეტყვით, რომელიც ამ რეგიონში ჩატარდება. კონცერტები ჩატარდება, გვინდა მოვიწვიოთ პოეტები განვანათლოთ ჩვენი ბავშვები რეგიონში, რომლებიც თბილისში ვერ ჩამოდიან“, - აღნიშნა ხაჩიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა