მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზღვრული ტარიფი 32-დან 9 ლარამდე შეამცირა

5ce3af7d2fbc1
ლევან თაღიაშვილი
21.05.19 12:30
1660
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას კომისია ავრცელებს.

მისივე ცნობით, 2019 წლის პირველი ივლისიდან ზღვრული ტარიფი 1 მბ/წმ-ზე 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა.

შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და საკითხის კვლევა დაიწყო.

როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამაც დაადასტურა.

კომისიის ინფორმაციით,  მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა ვალდებულება აიღეს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან.

კომისიის თქმით, თუ რომელიმე კომპანია პირობას არ დაიცავს, მის წინააღმდეგ კანონით მინიჭებული ყველა ბერკეტი ამოქმედდება.

კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა, ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე წვდომა 50 თეთრად ჰქონდეთ ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის, „Google“-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე.