მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, სადაც 2018 წელს რუსეთიდან მსხვილი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა

5d60ff22122d6
BM.GE
25.08.19 10:30
1361
"საქსტატის" დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5%-ით ნაკლებია და 2.7%–ით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2018 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 50.1% შეადგინა.

FDI-ს მიხედვით პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი - 19.5%–ით, მეორეზეა ნიდერლანდები – 16.5%–ით, ხოლო მესამეზე გაერთიანებული სამეფო – 14.1%–ით.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამივე ქვეყნიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. კერძოდ, აზერბაიჯანიდან კლებამ 46.7% შეადგინა, ნიდერლანდებიდან – 41.2%, აზერბაიჯანიდან კი – 27.8%.

რაც შეეხება მზარდ ინვესტიციებს, ტოპ–10 ქვეყნების ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, აშშ–დან, ჩინეთიდან, პანამადან და რუსეთიდან FDI გაიზარდა.

BM.GE იმ კომპანიების ჩამონათვალით დაინტერესდა, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი FDI განხორციელდა. მსგავსი კომპანიების ნუსხა BM.GE–ს „საქსტატმა“ მიაწოდა:

შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი
შპს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი
სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო
შპს ომეგა
შპს კაზინო ამბასადორი
შპს აშენდი ჯგუფი
შპს მეღვინეობა მუკუზანი
შპს ხედი
შპს სოლარ ქოსტ ლიმიტედ
შპს ქართული

(შენიშვნა: არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)