მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები, რომლებიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაფუჭებით, ყველაზე მეტად იზარალებენ

56556ee9e77a9
BM.GE
25.11.15 11:47
1710
თურქეთის მიერ, სირიის საზღვარზე, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას ორი ქვეყნის საფონდო ბირჟების ინდექსის დაცემა და ვალუტების გაუფასურება მოჰყვა. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების გაფუჭება გავლენას იქონიებს ადგილობრივ კომპანიებზეც. გამოცემა ბლუმბერგი იმ 7 კომპანიის სიას აქვეყნებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გაფუჭებული ურთიერთობების შედეგად, ყველაზე მეტად იზარალებს.

კომპანია "გაზპრომის" აქციების ფასი მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, 24 ნოემბერს 4,2 პროცენტით შემცირდა. თურქეთი რუსული გაზის უმსვილესი იმპორტიორი ქვეყანაა, გაზპრომის ბუნებრივი აირის ექსპორტის უდიდესი წილი სწორედ თურქეთზე მოდის, ქვეყანა საკუთარი გაზმომარაგების ნახევარს სწორედ გაზპრომის მეშვეობით ახორციელებს.

"როსნეფტის" და "ლუკოილის" აქციების ფასი სამშაბათს მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, 2,9 პროცენტით შემცირდა. ბლუმბერგის ანალიტიკოსების აზრით, რუსეთსა და თურქეთს შორის, გაფუჭებული ურთიერთობა ნეგატიურად აისახება ნავთობის მწარმოებელ კომპანიებზეც.

1,6 პროცენტით შემცირდა კომპანია Magnitogorsk Iron & Steel OJSC-აქციების ფასი, მას შემდეგ რაც თურქეთმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. 2007 წლიდან მოყოლებული რუსეთის ფოლადის ბაზარმა თურქულ ქარხნებში, 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

Turkish Airlines-ის აქციების ფასი 2013 წლის შემდეგ მიმდინარე კვირაში ყველაზე მეტად შემცირდა. კომპანია რუსეთის უმსხილესი უცხოური გადამზიდავია, რომელმაც 2015 წელს საკუთარი რეისები რუსეთის მიმართულებით 16 პროცენტით გაზარდა. მომავალ წელს კი კომპანია რუსეთის მიმართულებებით რეისების გაზრდას გეგმავს, თუმცა ბლუმბერგის ანალიტიკოსების აზრით, კომპანიას შესაძლოა, საკუთარი გეგმების გადახედვა მოუწიოს.

4 პროცენტით შემცირდა "სბერბანკის" აქციების ფასი. თურქეთის ბაზარზე საკუთარი აქტივების 5 პროცენტი აქვს განთავსებული კომპანია იანდექსს (Yandex), რომლის აქციების ფასიც ოთხშაბათს დილით, 3,4 პროცენტით შემცირდა.