11.აპრილი .2016 19:54

კომპანიამ Apple სენსორული კლავიატურა დააპატენტა

views 1215
უკან

აშშ-ს საპატენტო ოფისში დარეგისტრირებულია განაცხადი კორპორაცია Apple-ს მხრიდან, რომელიც კლავიატურის ფიზიკური ღილაკების გარეშე დაპატენტებას გულისხმობს. განაცხადი ოფიციალურად საპატენტო ოფისის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

როგორც აღწერილობით ნაწილშია მითითებული, ნოუთბუქი აღჭურვილია სენსორული მართვის სიტემით. კლავიატურის კონტურები განათების დახმარებით გამოჩნდება ზედაპირზე. მანამდე კორპორაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ Macbook-ის სენსორული მოწყობილობა მას უფრო თხელს გახდიდა.