16.მარტი .2016 19:48

კომპანია Samsung-მა Instagram-ის ანალოგი წარმოადგინა (ვიდეო)

views 1149
უკან

კომპანია Samsung-მა, ტეხასში კონფერენციაზე Instagram-ის მსგავსი, ახალი სოციალური ქსელი Waffle-ი წარმოადგინა.
 
სერვისი მომხმარებელს ფოტოებისა და ნახატების ატვირთვის საშუალებას აძლევს, რომლითაც მომხმარებელს თემატური კოლაჟის შექმნა შეეძლება. თავად ავტორები მას "გრაფიტების ვირტუალურ კედელს" უწოდებენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Waffle-ი კონკურენციას გაუწევს ისეთ სერვისებს, როგორიცაა Instagram-ი და Snapchat-ი.

ამჟამად Waffle-ი ტესტირებას გადის. Android-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებლისთვის მისი დემო ვერსია ხელმისაწვდომია.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტს საცდელი პერიოდის ვადა ზაფხულამდე ექნება. მისივე თქმით, თუ მომხმარებელი არ დაინტერესდა ახალი ქსელით, მაშინ შემქმნელები iOS-ის ვერსიის შექმნაზე უარს იტყვიან.