მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია GPC-ი მედიკამენტების წარმოებას იწყებს

56c40b4db273c
ელენე გოგბერაშვილი
17.02.16 09:52
3262
კომპანია GPC-ი მედიკამენტების წარმოებას იწყებს. როგორც GPC-ის გენერალური დირექტორი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, წლის ბოლომდე სააფთიაქო ქსელში კომპანიის წარმოებული რამდენიმე პროდუქტი გამოჩნდება. დავით კილაძის თქმით, ფარმაცევტული საწარმოს პროექტი წინ მიიწევს და ქარხანა უკვე მზად არის ლიცენზირების პროცესი დაიწყოს.
 
"წლის ბოლომდე ბაზარს რამდენიმე პროდუქტს შევთავაზებთ. პირველ ეტაპზე ეს იქნება შეფუთვის საწარმო, ხოლო შემდგომ ვფიქრობთ, რომ ბიოტექნოლოგიური პრეპარატები ვაწარმოოთ", - აცახდებს დავით კილაძე.

GPC-ის გენერალური დირექტორის თქმით, ფარმაცევტული საწარმოს შექმნის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი ევროა.