12.ნოემბერი .2015 14:11

კომპანია ალიბაბამ 12 საათში რეკორდული, 9 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა

views 1126
უკან

კომპანია ალიბაბამ, ჩინეთში გლობალური ონლაინ გაყიდვების გამოცხადების შემდეგ, ისტორიაში პირველად, 12 საათის განმავლობაში, 9 მილიარდი დოლარის ოდენობის პროდუქცია გაყიდა და შესაბამისად წინა წლის რეკორდიც მოხსნა. ვაჭრობის პირველი 12 წუთის განმავლობაში, შემოსავალმა 1,57 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, იმავე მაჩვენებელმა 38 წუთის შემდეგ მიაღწია. როგორც ალიბაბას გენერალურმა დირექტორმა ჯეკ მამ განაცხადა, ჩინეთში მომხმარებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობაა.

შეგახსენებთ, რომ ალიბაბა სპეციალიზირებულია ელექტრონულ კომერციებზე და დაფუძნებულია 1999 წელს. რაც შეეხება მიმდინარე წლის კაპიტალიზაციას, დაახლოებით 223 მილიარდ დოლარს მიაღწია.