მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომისიამ ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24-თეთრიანი ტარიფი გააუქმა

5ce418ee92981
თამუნა ქემერტელიძე
21.05.19 20:20
597
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24-თეთრიანი ტარიფი გააუქმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ ბაზრის კვლევის შემდეგ მიიღო.

„კომუნიკაციების კომისია, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავს, დარწმუნებულია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების ყველაზე სწორი გზა საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციაა. მოგეხსენებათ, რომ ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, კომისია აქტიურად მუშაობს, კერძოდ, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისთვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა“, - აცხადებენ კომისიაში.

შეგახსენებთ: კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

პირველი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება - საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა; 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება.

რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა.