მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომერციული ბანკების აქტივები მაისში 3,1%-ით გაიზარდა და 41,2 მლრდ ლარი შეადგინა

5d11db49e335d
BM.GE
25.06.19 12:24
991
2019 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.2 მლრდ ლარით, ანუ 3.1 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით) და 2019 წლის პირველი ივნისისათვის 41.2 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.6 პროცენტია.