24.აპრილი .2016 16:29

კოკა გუნცაძე: ჩვენი დერეფანი არ უნდა ამოიწურებოდეს მხოლოდ კასპიიდან შავ ზღვამდე სივრცით

views 1343
უკან

გასულ წელს საქართველოს რკინიგზამ 14 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2014 წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. რკინიგზაზე შემცირებულ ტვირთბრუნვას, რამდენიმე მიზეზს უკავშირებს საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე. როგორც მან გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, ერთ-ერთი მიზეზი მსოფლიოში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. ასევე მისი თქმით, რკინიგზაზე ტვირთების შემცირება სატრანსპორტო საშუალების შეცვლასაც უკავშირდება.

"რკინიგზაზე ტვირთბრუნვის შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური. პირველი ეს არის ეკონომიკა - როდესაც ბაზრებზე ვითარება იცვლება, იცვლება ფასები და შესაბამისად ეს აისახება ტვირთწარმოქმნაზე და მის მიწოდებაზე. სახეზე იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც აისახა რეგიონზეც, ჩაიკეტა დიდი ბაზარი კომპანიებისთვის და ასევე გავლენა იქონია ნავთობის ფასებმაც.

არის მეორე მიზეზიც, როდესაც ტვირთი იცვლის სატრანსპორტო საშუალებას, მაგრამ რჩება დერეფანში. არის შემთხვევები, როდესავ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდა გარკვეული ტვირთების გადაზიდვა. ამის გამომწვევი არის დაბალი ფასები დიზელზე და ასევე გარკვეული რეგულიაციების ფუნქციონირების მორღვევა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალება არ უნდა ეზიდებოდეს 20 ტონაზე მეტს, რადგან იკარგება კონკურენტუნარიოანობა.

ჩვენი დერეფანი არ უნდა ამოიწურებოდეს, მხოლოდ კასპიიდან შავ ზღვამდე სივრცით და არც მხოლოდ შუა აზიიდან თურქეთის მიმართულებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ დერეფნის ინტეგრირება მოხდეს გლობალურ დერეფანში.

2013 წელს დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ კუთხით. შეიქმნა ფორმატი, რომელშიც ყველა მთავარი მოთამაშე იყრის თავს და განსაზღვრავს ფასებს. ეს არის ყაზაყეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლობა.

ეს ითვალისწინებს გამჭოლ ტარიფებს და ერთიან ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციას და ერთიანი ლეგალური სივრცისკენ სვლა. ამ ფორმატის ფარგლებში 20-მდე ოქმზეა ხელი მოწერილი", - განაცხადა კოკა გუნცაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა