მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება

5d2f14a0d1108
ელენე გოგბერაშვილი
17.07.19 17:03
1097
მთაწმინდის რაიონში, კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება. საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ტენდერს თბილისის მერია აცხადებს.
წინადადებების მიღება 31 ივლისიდან დაიწყებადა 5 აგვისტოს დასრულდება. მომსახურების შესყიდვის ღირებულება 220,338 ლარია.

ახალგაზრდული სოფელი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო, სტუდენტური და ახალგაზრდული, სპორტული და სახელოვნებო ორგანიზაციებისთვის ბაზა საგანმანათლებლო, სამუშაო, შემეცნებითი, კულტურულ-გასართობი პროექტებისთვის, სპორტული შეკრებებისთვის.

კომპლექსს ექნება საცხოვრებელი, დაახლოებით 300 ბენეფიციარის ერთდროულად განთავსებისთვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა, საფესტივალო და სარეკრეაციო სივრცეები, ღია და დახურული ნაგებობები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური ახალგაზრდული ღონისძიებების განსახორციელებლად.

ახალგაზრდული სოფელის ბაზაზე განხორციელდება საზაფხულო და ზამთრის სკოლები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები, ბანაკები, სპორტული და კულტურული ფესტივალები, იქნება შესაბამისი თემატური სივრცეები სხვადასხვა ჯგუფების მუშაობისთვის (სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციების არაფორმალური განათლების აქტივობები, ტექნოლოგიების მიმართულება, სტარტაპერები, სახელოვნებო ჯგუფები, სპორტული კლუბები).

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალგაზრდული სოფლის პროექტირება 2019-2020 წლების თბილისის ბიუჯეტით დაფინანსდება.