მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძე: ეს იყო მაკრომენეჯმენტის ხარვეზი

5d0bc78001eaf
ელენე გოგბერაშვილი
20.06.19 21:49
2248
დღეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე მაკრომენეჯმენტის ხარვეზს უკავშირებს.

როგორც იცით, საქართველოში მართლმადიდებლური ასამბლეა გაიმართა, რომელსაც რუსი დეპუტატები ესწრებოდნენ. საზოგადოების აღშფოთება კონკრეტულად დეპუტატ სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით გამართულმა მოხსენებამ გამოიწვია, რომელსაც სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან მიჰყავდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებას სამართლიანი რეაქცია ჰქონდა, როცა რუსმა დეპუტატმა უმაღლესი სავარძელი დაიკავა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რაც მისთვისაც ასევე იყო შოკისმომგვრელი.

"არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა ოპონენტების მხრიდან, როცა გავრცელდა ტელევიზიით დოკუმენტი, სადაც თითქოს დაფიქსირებული იყო ის, რომ ასამბლეის პრეზიდენტს უნდა წაეყვანა სხდომის რომელიმე ნაწილი, რაც არის ტყუილი. ასეთი რამ დოკუმენტში არ იყო დაფიქსირებული. პირიქით, დარიგებული იყო დღის წესრიგი, სადაც ფიქსირდებოდა ერთადერთი მოდერატორის სახელი და გვარი, ეს იყო ბერძენი გენერალური მდივანი საპარლამენტო ასამბლეის. ეს იყო შეთანხმებული და უნდა მისცემოდა შესაბამისი როლი კიდევ ერთ ბერძენს, ეს იყო საპარლამენტო ასამბლეის დამფუძნებელი პრეზიდენტი.

მე როცა ვამბობ ყველა დეტალი იყო გავლილი, მათ შორის ესეც მოიზარებოდა, აქ ჰქონდა სხდომათა დარბაზში ადგილი იმპროვიზაციას და იყო ხარვეზი დაშვებული.

ეს იყო ჩვენი ხარვეზი. რეაგირება მყისიერი იყო მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან. ხარვეზი გაიპარა იქ, როდესაც მყისიერი რეაგირება არ მოხდა უშუალოდ ზედა საფეხურზე, გავრილოვის ასვლის მომენტში. ეს იყო ხარვეზი და მას სჭირდება ჩაძიება როგორ უნდა მომხდარიყო ამის თავიდან არიდება.

არის მაკრომენეჯმენტი კონკრეტული ღონისძიების, აი იქ გაიპარა ხარვეზი, როდესაც დაიძრა რუსი პრეზიდენტი ამ ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნისაკენ. ეს არ უნდა მომხდარიყო, ეს არ უნდა დაშვებულიყო, ეს იყო ძალიან მძიმე სანახავი თითოეული ჩვენგანისთვის“-განაცხადა „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ.