მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე კრისტინ ლაგარდის ვიზიტს აფასებს - მნიშვნელოვანი გზავნილები

5ce55d04a16cd
თელარა გელანტია
22.05.19 18:39
807
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე IMF-ის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის ვიზიტს აფასებს.

Bm.ge გვენეტაძის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. კრისტინ ლაგარდის ჩამოსვლა თბილისში იმის დემონსტრირებაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს იმ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

სწორედ ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი რეფორმები არის სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის საფუძველი.

გამოვყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან გზავნილს კრისტინ ლაგარდის გამოსვლიდან, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება:

✔️ მნიშნელოვანია პროგრესი, რაც საბანკო კრედიტის გაცემის სტანდატრების გამკაცრებას მოჰყვა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გრძელვადიანი სესხების მდგრადი ზრდის ტენდენციის შესანარჩუნებლად, რაც კარგია საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის.
✔️ საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბანკების მდგრადობის გაძლიერებისა და ფინანსური განათლების ამაღლების მხრივ.
✔️ საქართველოს ეკონომიკა მოწყვლადია მნიშვნელოვანი პოტენციური შოკების მიმართ, როგორებიცაა: ფინანსური ბაზრების არასტაბილურობა და სავაჭრო მერყეობა.
✔️ სახელმწიფოს რისკებისგან დაზღვევა შეუძლია შემდეგი კომპლექსური ღონისძიებებით: გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებისა და უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდით დაწყებული, გონივრული ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიტის გატარებით დამთავრებული.
✔️ დოლარიზაციამ მრავალი ფირმის და ოჯახის ფინანსური მდგრადობა შეარყია გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილებების ფონზე“, - წერს გვენეტაძე.