22.მარტი .2016 12:16

კლიენტთა მომსახურების ხარისხით Audi ლიდერობს

views 1037
უკან

კლიენტთა მომსახურების ხარისხის პირველი სამეულში Audi ლიდერობს. მეორე ადგილზე Lexus-ი გავიდა, მესამე ადგილი კი Cadillac-ს ერგო. რეიტინგი ამერიკულმა კომპანიამ გამოაქვეყნა. J.D. Power and Associates წამყვანი ავტომწარმოებლების საქმიანობის ანალიზს აკეთებს, რომლითაც ამერიკის სერვის ცენტრებში კლიენტთა მომსახურების ხარისხის რეიტინგს ადგენს. ბოლოს გამოქვეყნებული შედეგები 70 ათასი გამოკითხული მძღოლის პასუხების ანალიზია. კვლევაში 2011-2015 წლეში გამოშვებული ავტომობილების მფლობელები მონაწილეობდნენ. კლევის შუალედი 2015 წლის ოქტომბერ-დეკემბერია.