15.აპრილი.2019 16:00
ეკონომიკა

"კიკვიძის ბაღის" რეაბილიტაციაზე 4 722 237 ლარი დაიხარჯება

"კიკვიძის ბაღის" რეაბილიტაციაზე 4 722 237 ლარი დაიხარჯება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციების სამუშაოები დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 71 313 კვადრატული მეტრია, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი, ასევე, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი.

პარკში არსებული მედიათეკის მიმდებარედ იგეგმება კაფე-აუდიტორიუმის განთავსება, რომელსაც ღია ტერასა ექნება, ხოლო პარკის ირგვლივ ველო და სარბენი ბილიკი გაკეთდება.

პარკის ტერიტორიაზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება 850-მდე სხვადასხვა სახეობის მცენარე.

ასევე, განახლდება ცოცხალი ღობეები და მოეწყობა განათება.

პროექტის ღირებულება 4 722 237 ლარს შეადგენს.
ავტორი: თელარა გელანტია

16.ივლისი.2019 10:15
28

BM.GE: ზაქარია ქუცნაშვილი აღმაშენებელზე სასტუმროს გახსნას გეგმავს

ვრცლად
16.ივლისი.2019 09:50
168

დაცვის პოლიცია კერძო დაცვით კომპანიებს ვეღარ შეამოწმებს-ახალი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

ვრცლად
16.ივლისი.2019 09:00
125

შრომის უსაფრთხოების ინტენსიური მონიტორინგი ამ დრომდე არ დაწყებულა

ვრცლად
16.ივლისი.2019 00:40
118

ფესტივალ Echowaves-ის Line UP-ის მესამე ფაზა ცნობილია

ვრცლად
15.ივლისი.2019 23:10
195

რა ბიზნესის გაბრაზებაზე ვსაუბრობთ? ეს ხომ მონათმფლობელობაა?! - დეპუტატი "შრომის კოდექსში" ცვლილებებზე

ვრცლად
15.ივლისი.2019 22:00
1045

დეპუტატის შეფასებით, ვინც მის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, “ეკონომიკის გაგნებაში არ არის”

ვრცლად