28.იანვარი .2016 19:01

კიევში რუსული ბანკების საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

views 993
უკან

უკრაინის მოსახლეობის ნაწილი რუსული საფინანსო ინსტიტუტების წინააღმდეგ, საპროტესტო აქციას ამზადებს. აქცია ქვეყნის ეროვნულ ბანკთან, 30 იანვარს გაიმართება, - ამის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა, იგორ ლუცენკომ განაცხადა.
 
ლუცენკოს თქმით, აქცია მიზნად ისახავს უკრაინელებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სანქციების შესახებ, რომელიც უკრაინაში არსებულ რუსულ კაპიტალს შეეხება.

"ევროპა და აშშ მოსკოვის საფინანსო ინსტუიტუტების საწინააღმდეგო სანქციებს აწესებენ და რატომ არაფერს აკეთებს უკრაინის ნაციონალური ბანკი? იმიტომ, რომ თაღლითობით არის დაკავებული", - აცხადებს დეპუტატი.

პოლიტიკური ჯგუფი უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმღვანელის, ვალერია გონტარევას პოლიტიკით უკმაყოფილოა. მათი აზრით, ქვეყნის მთავარი ბანკირი არაფერს აკეთებს რუსეთიდან მომავალი ჰიბრიდული შეტევისგან თავის დასაცავად. დეპუტატი ფიქრობს, რომ რუსულ ბანკებზე, ბენზინგასამართ სადგურებსა და სადაზღვევო კომპანიებზე რუსული აბრები იმაზე მიანიშნებენ, რომ უკრაინა ფაქტიურად რუსეთის ნაწილია და ეს აბრები მუშაობენ, როგორც რუსული პროპაგანდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა