პროექტი "გემოვანის“ ფარგლებში კერძო საბავშვო ბაღებისა და სკოლების ნაწილი ქართული გენეტიკის ნატურალური პროდუქტებით მომარაგდება, ამის შესახებ Bm.ge-ს პროექტის ხელმძღვანელმა, ოთარ ნაჭყებიამ განუცხადა. მისი თქმით, "გემოვანის“ პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე კერძო სკოლასთან და ბაღთან მიმდინარეობს.
"იდეა მოგვაწოდა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელმაც თავისი, მისი შვილების თანაკლასელების მშობლებისა და უშუალოდ სკოლის წუხილი გადმოგვცა, რომ აქვთ სუფთა და სასარგებლო სურსათის შეძენის პრობლემა. ჩვენი პროექტის დოქტრინის ერთ-ერთი პუნქტი კი სწორედ მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას ითვალისწინებს. მოვიფიქრეთ პირველი ნაბიჯები და "გემოვანი“ პროდუქტებით მომარაგებას კერძო სკოლებში და ბაღებში ვიწყებთ" - განაცხადა ოთარ ნაჭყებიამ. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ობიექტებში რამდენიმე დასახელების ქართულ პროდუქტს შეიტანენ, რომელიც ორგანული მეთოდებით არის მოყვანილი.
"სურსათის ჩამონათვალია: "პური მზეთამზე" - ქართული ხორბლის პური, რომელიც პურის დედაზეა დამზადებული და არ შეიცავს ფქვილის დანამატებს. ყველი დამზადებულია საღი რძისგან, ე.წ. მაჭიკის კვეთით. გვაქვს ასევე ნაღების კარაქი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო და სხვა ბოსტნეული, რომლებიც ქართული გენეტიკისაა და მხოლოდ ორგანული მეთოდებით არის მოყვანილი. აი ეს ალტირნატივა გავუჩინეთ იმ სუბიექტებს (სკოლებს, ბაღებს, ა.შ.), ვინც ჩვენთან ერთად ზრუნავენ მომავალი თაობების ჯამრთელობის დაცვაზე“ - აცხადებს ოთარ ნაჭყებია.
შეგახსენებთ, რომ ბრენდი "გემოვანი“ ქართული გენეტიკის სურსათს აერთიანებს და პროექტის მიზანია, ასეთი სურსათის წარმოების ზრდა და პოპულარიზაცია. პროექტი "გემოვანი“ , "პური მზეთამზეს“ ფინანსური მხარდაჭერით, რამდენიმე წელია ხორციელდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი