მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კენტ წლებში, როცა ფეხბურთის ჩემპიონატები არაა, საზმაუს შემოსავლები უფრო ნაკლებია"

5ce53c9c6f1c7
სალომე მეცხვარიშვილი
22.05.19 16:10
955
კანონით რეკლამის ლიმიტის ზრდის მიუხედავად, საზმაუს სარეკლამო შემოსავალი 52%-ით შემცირდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშით, რომელიც პირველ კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლებს შეეხებოდა, ნათქვამი იყო, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელში სარეკლამო შემოსავლის შემცირება საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანიას კლება მას შემდეგ დაუფიქსირდა, რაც „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა ძალაში და არხს კომერციული რეკლამის ლიმიტი გაეზარდა”.

რა იყო სარეკლამო შემოსავლების შემცირების მიზეზი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს სამზაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ირინა ფუტკარაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუწია, სადაც მან 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

ირინა ფუტკარაძე განმარტავს, რომ 2018 წელს არხზე საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლირება ხდებოდა, რაც სარეკლამო შემოსავლების ძირითადი განმსაზღვრელია.
„კენტ წლებში, როდესაც არ არის საფეხბურთ ჩემპიონატები, ბუნებრივია, უფრო ნაკლებია სარეკლამო შემოსავლები”, - აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ, თუმცა დეპუტატმა კახა კუჭავამ დაზუსტება მოითხოვა, რამდენადაც მისი თქმით, ჩემპიონატები ზაფხულში იმართება, სარეკლამო შემოსავლები კი საზმაუს პირველ კვარტალში შეუმცირდა წინა წლის იმავე პერიოდათან შედარებით.

აღნიშნულზე განმარტება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურმა კონსულტანტმა გააკეთა:

“აქ შესაძლებელია, საუბარი იყოს იმაზე, რა შემოსავალიც რეალურად საკასო მეთოდით მიიღო მაუწყებელმა, აქ შეიძლება კლება იყოს... თუმცა, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა თანხებია დაკონტრაქტებული შემოსავლებიდან, რომელიც ჯერ არ მიგვიღია - შეიძლება გადახდა მოხდეს 1 ან 2 თვის შემდეგ. აქ აშკარად საკასო შემოსავლებზეა საუბარი”,- განაცხადა საზმაუს ფინანსურმა კონსულტანტმა.