12.ივნისი.2019 18:15
საზოგადოება

კენეტ იალოვიცი: მე მხარს ვუჭერ FAO-ს დირექტორის თანამდებობაზე დავით კირვალიძის კანდიდატურას

კენეტ იალოვიცი: მე მხარს ვუჭერ FAO-ს დირექტორის თანამდებობაზე დავით კირვალიძის კანდიდატურას
"მე მხარს ვუჭერ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით კირვალიძის კანდიდატურას" - წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი. კენეტ იალოვიცი მის მიერ გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, რომ დავით კირვალიძე შეძლებს FAO განვითარების ახალ გზაზე დააყენოს. 

რატომ ვუჭერ დავით კირვალიძის კდანიდატურას მხარს - კენეტ იალოვიცი

"1998-2001 წლებში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე ვიყავი დანიშნული. აღნიშნული წლები საქართველოსთვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საკმაოდ რთულ პერიოდს წარმოადგენდა.

სეპარატისტული ბრძოლებისა და სამოქალაქო ომის პირობებში, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება ცდილობდა მშვიდობის დამყარებასა და ეკონომიკური რეფორმების გატარებას. თუმცა ზოგიერთი თვლის, რომ შევარდნაძის მთავრობამ ვერ შეძლო ზემოთ აღნიშნულის განხორციელება და დიდი როლი ითამაშა საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების კუთხით.

2000 წელს, ზაფხულში საქართველოში ძლიერი გვალვა იყო. საბედნიეროდ 2000 წელს დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე იყო დანიშნული, მან შეძლო საკვების უკმარისობასთან, სარგავი და სათესლე მარაგის ამოწურვასთან დაკავშირებული კრიზისის დაძლევა, რომელიც მზარდ საშიშროებას უქმნიდა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება გაუწია, მათ შორის გვალვის საფრთხის დაძლევის კუთხით. მე რამოდენიმეჯერ შევხვდი მინისტრს. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის წინაშე არსებული პრობლემები განვიხილეთ და გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ. მინდა აღვნიშნო, რომ მინისტრმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. დავით კირვალიძე გახლავთ საოცრად განათლებული, პროგრესულად მოაზროვნე, ფართო ხედვის, ძლიერი ნებისყოფის, დარგის განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული პიროვნება, რომელიც უშიშრად უმკლავდება სირთულეებს და მზადაა, გამოწვევის მისაღებად.

მაშინ, როდესაც საქართველოში აშკარა იყო სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე, დავითი თავისი გამოცდილებით და გამჭრიახობით გამოირჩეოდა. მე თავად ვარ მომსწრე, თუ როგორ მოახდინა სახელმწიფო მასშტაბით საჭირო რესურსების მობილიზება და კრიზის მართვის პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართვა. მისი ორგანიზებით, გვალვით დაზარალებულ რეგიონებში დიპლომატიული კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტები მოეწყო, რამაც კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა უზრუნველყო. დავით კირვალიძის უნარს, სწორად ემართა კრიზისული სიტუაცია აფასებდა პრეზიდენტი შევარდნაძეც.

საქართველოდან წასვლის შემდეგ, დავით კირვალიძესთან კონტაქტი არ გამიწყვიტავს. ჩემთვის ცნობილია, როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო ასპარეზზე, სოფლის მეურნეობის დარგში შეტანილი მისი წვლილის შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ ის მაღალკვალიფიციური, პატიოსანი და მიზანდასახული კადრია, რომელსაც სჯერა, Fao-ს აქვს პოტენციალი დაამარცხოს შიმშილი და სიღარიბე მსოფლიოში. დავითს აქვს უნარი, საკუთარი ხედვები პრაქტიკაში წარმატებით დანერგოს. ვიმედოვნებ, Fao-ს გენერალური დირექტორის არჩევნებში დავით კირვალიძის კანდიდატურა გაიმარჯვებს," - წერს იალოვიცი.

19.ივნისი.2019 19:27
257

რა აფერხებს მეწარმეობის განვითარებას - სახელმწიფო მდივანი 3 მიზეზს ასახელებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
2817

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
179

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 16:56
220

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“: ტექინსპექტირების ერთ-ერთი ცენტრის სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 15:35
1791

როგორია ჯანდაცვის ახალი მინისტრის CV

ვრცლად
19.ივნისი.2019 15:25
280

ქართული სტარტაპი, რომელიც ქვეყანაში ინგლისურის ონლაინ-სწავლებაზე ზრუნავს

ვრცლად