მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კენედის აეროპორტის TWA-დახურულ ტერმინალში სასტუმრო გაიხსნა

5cdff9b715903
მიშა ხაჩიძე
19.05.19 00:10
1436
ნიუ-იორკში, კენედის აეროპორტის TWA-დახურულ ტერმინალში ძვირადღირებული სასტუმრო გაიხსნა.

TWA Flight Center ავიაკომპანიის გაკოტრების შემდეგ 2001 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა.

1962 წელს ფინელი არქიტექტორის ერო საარინენის მიერ აშენებულ შენობაში სასტუმრო ორი დღის წინ გახსნეს.

პრეზენტაციაზე მფრინავებმა და სტიუარდესებმა 60-იანი სტილის ჩაცმულობით პერფორმანსი მოაწყვეს.

სასტუმრო მომხმარებელს მრავალფეროვან, ლუქსის პაკეტებს სთავაზობს. ტერმინალში მდგარ, 1958 წელს გამოშვებულ თვითმფრინავში კოქტეილ-ბარი გაიხსნა, ლაუნჯი და დიდი აუზი კი, თავად ტერმინალშია მოწყობილი.

ისტორიულ შენობაში ღამის გათევა მსურველებს 300 დოლარი დაუჯდებათ.

ტერმინალი 2002 წელს გამოსულ, ჰოლივუდის ფილმ „Catch Me If You Can“-ით გახდა ცნობილი, სადაც ტომ ჰენკსი და ლეონარდო დიკაპრიო მთავრ როლებს ასრულებდენ.

ნიუ-იორკის კენედის აეროპორტი ყოველწლიურად 56 მილიონ ადამიანს იღებს, ის აშშ-ის ხუთი ყველაზე პოპულარული აეროპორტების რეიტინგშია შესული.