მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება

5d5fc47747a36
ნინი ლონგურაშვილი
24.08.19 11:20
929
თბილისის მერიის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება.

როგორც BMG-ს მერიაში განუცხადეს, სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულება. პროექტი ჯამში 43 მლნ ლარამდე ჯდება.

"პროექტით გათვალისწინებულია 7,3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია, რაც ახალი ბორდიურის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს", – აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა და მათ პასუხისმგებლობა დააკისრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სათადარიგო ზოლები მაქსიმალურად დაიტვირთა, პრობლემამ თავი იჩინა.

"ზოლები შარშან რეაბილიტირდა და ჯამში, 15 მილიონი დაჯდა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. ჭის თავების ირგვლივ არის სრული კატასტროფა. თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებისთვის თავიდან დახარჯავს ფულს, ძალიან ცდებიან", - განაცხადა თბილისის მერმა.