25.დეკემბერი .2015 15:10

კახა ოქრიაშვილი: პრემიერის ცვლილება პოლიტიკური მარკეტინგის საკითხია

views 1125
უკან

კახა ოქრიაშვილი პრემიერის პოსტიდან წასვლას და მისი გიორგი კვირიკაშვილით შეცვლას მარკეტინგულ რებრენდინგს უწოდებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ ცვლილება ბიზნესთან კავშირში არ არის.
 
"ვფიქრობ, რომ პრემიერის ცვლილება პოლიტიკური მარკეტინგის საკითხია. მმართველი გუნდის პოლიტიკური რებრედინგის საკითხი ბიზნესთან დაკავშირებული არ არის. ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილმა ახლაგაზრდამ, 33 წლის კაცმა ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა. გადადგომისთვის გამორჩეული მიზეზები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ეს უფრო რებრედინგის საკითხია. იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაც ქვაყანაში და ქვეყნის ირგვლივ იყო, იმ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების ფონზე, რაც ჩვენს სამეზობლოში არსებობს, ღარიბაშვილის მოღვაწეობას დადებითად ვაფასებ. მან მაქსიმუმი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო ამ სიტუაციაში.

ძალიან ბევრი უარყოფითი მოვლენებიც იყო, მაგრამ ყოველთვის ვხედავდით იმას, რომ მთავრობა უფრო დადებითი მოვლენების განხორციელებისკენ მიისწრაფოდა და ის უარყოფითი მოვლენები, როგორიც არის ლარის კურსი და ა.შ. ამ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიეღო“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.