11.იანვარი.2016 14:58
ბიზნესი

კახა მაღრაძე: ბიზნესი არამიზნობრივად და გაუმართლებლად იზღუდება

კახა მაღრაძე: ბიზნესი არამიზნობრივად და გაუმართლებლად იზღუდება
"ბორჯომმა", "კოკა-კოლამ", "წყალი მარგებელმა" და "კასტელ ჯორჯიამ" საქართველოს პარლამენტის და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სარჩელში ნათქვამია, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი არაკონსტიტუციურია. არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, კახა მაღრაძე, გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“ განმარტავს, რომ დღეს ბიზნესი გაუმართლებლად იზღუდება, მისი თქმით, პროდუქციის აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე სახელმწიფოს არგუმენტაცია არ აქვს.
 
„ბიზნესი არამიზნობრივად, გაუმართლებლად იზღუდება. რეგულაციის შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი არ არის და შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხიდან ვაპროტესტებთ ღნიშნულ რეგულაციას. აღრიცხვიანობის მოწესრიგება სხვანაირადაც შეიძლება. არგუმენტაცია არც არის იმის თაობაზე, რომ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა არსებობს ან ამ პრობლემიდან გამომდინარე სახელმწიფო ზარალდება.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, როდესაც გააქტიურდა ელექტრონული მარკირების რეგულაციის შემოღების საკითხი, ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ვეღარ ხვდებოდნენ, რათა რამენაირად არგუმენტაცია გაეცვალათ და აღნიშნულ საკითხზე დისკუსია შემდგარიყო. კომუნიკაცია პირველად 2012 წელს იყო. ერთხელ შევხვდით, შემდეგ ფინანსთა მინისტრი ერთ-ერთ წარმოებას სტუმრობდა და ამაზე მსჯელობა იქ გაგრძელდა. მაშინ პირიქით ფინანსთა სამინისტროს სხვა პოზიცია ჰქონდა. იყო დაპირება, რომ ამ კანონის ამოქმედება უნდა გაუქმებულიყო, რამდენჯერმე გადავადება მოხდა და რატომ გააქტიურდა წელს ეს საკითხი, ან რა არგუმენტი ჰქონდათ არ ვიცი.
 
არც ერთი ფაქტი იმისა, რომ ფალსიფიკაცია მასობრივი ხასითის არის, ან რომ 5 მილიონი ლარის გადახდა ღირს გინდ სახელმწიფოს, გინდ ბიზნესის მხრიდან არ არის. საკონსტუტიციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ამ ოთხი კომპანიის მიერ არ არის ერთადერთი. მანამდე ჩვენ ფინანსთა მინისტრის ზემდგომ ორგანოში გავასაჩივრეთ ბრძანება და რახან იქ არ დააკმაყოფილეს ეს საჩივარი, შემდეგ უკვე ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრეთ“, - განაცხადა მაღრაძემ.

19.აგვისტო.2019 19:16
16257

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
15.ივნისი.2019 11:20
3425

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1181

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
471

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
535

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
716

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად